სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ მტკიცებულებების დართვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რის შემდეგაც სხდომა გადაიდო. პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა და მას ესწრებოდა თავად გრიგოლ ლილუაშვილიც. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.