ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

12:25, 06.05.2026

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც. სხდომა დახურულია. მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ არ აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მსგავსი