პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ევროკავშირის 27 წევრის მხრიდან შესაბამისი პასუხი უნდა მოჰყვეს. ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის არა მხოლოდ ჩარევა, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფაა.
უმრავლესობის წევრები საგარეო უწყებას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მისი დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. ის, რაც „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხყოფაა, ოპოზიციისთვის ქართველი ხალხის გვერდში დგომის მორიგი გამოვლინებაა.