მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და ირანს შორის არსებულ ვითარებას ეხმაურებიან. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და ხაზი გაუსვა რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ირანსა და ისრაელს შეჩერებისკენ მოუწოდებს გაერო-ს გენერალური მდივანი. „საკმარისია ესკალაცია. შეჩერების დროა. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯოს“, – წერს ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კი აცხადებს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ასევე, ის დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.