ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს
 „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძისთვის აყვანილია ადვოკატი, საქმეში ჩართული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინული მხარე. ლევან ანთაძის თქმით, ლევან ვარშალომიძე რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს. მასზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის. მისივე ცნობით, უკრაინის მხარე საქმეში ჩართულია უმაღლეს დონეზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს.