ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა. მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტი წევრი მიემხრო, ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. წინააღმდეგ მისცეს ხმა არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ კი ბიულეტენი გააბათილა, რადგან ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდა.

ლევან მურუსიძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. გასაუბრებით და საბჭოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელმაც მურუსიძესთან ერთად  სხვა უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს წარმატებებიც უსურვა. რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრების პროცესს დისკრიმინაციულს და უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, გასაუბრება ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა და საბჭომ მურუსიძის თაობაზე კანონმდებლების და საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. –