ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

უვადოდ განწესებული მოსამართლე ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს. ის მესამე სექტორს წერილობით მოუწოდებს, დასაბუთებული ბრალდებები წარადგინონ. მურუსიძე განმარტავს, რომ ყველა შეკითხვას ღია გასაუბრებაზე გასცა პასუხი. რაც შეეხება მოსამართლეების გადადგომის საკითხს,  მურუსიძის განცხადებით, ეს არასამთავრობოების კომპეტენცია არ არის.

ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე ორგანიზაციამ მოითხოვა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ პოსტები უნდა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმაც, რომლებმაც მურუსიძის უვადოდ განწესებას დაუჭირეს მხარი.