ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ორი დღის წინ დააკავეს. მათ დაკავებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ. სამართლებრივ ბრალეულობას ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში ვერც სხვა ოპოზიციური ძალები ხედავენ, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოწოდებები, პოლიციელებისთვის თანხის შეთავაზებაზე, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ის სისხლის სამართლის წესით გაასამართლონ. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსის დანაშაულის შემცველი განცხადება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.