ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი

15:17, 01.05.2026

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ. ისაუბრეს ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე. სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას მიმართა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მსგავსი