ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი

12:13, 01.05.2026

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურა გამომძიებელს დაკითხავს, რომელმაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაცვის მხარის თქმით, არსებული მტკიცებულებებით სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მსგავსი