ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი

15:18, 13.03.2026

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი სასამართლო გაიმართა. ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. პროცესს ესწრება ლევან ხაბეიშვილი, მურთაზ ზოდელავა სხდომას არ დასწრებია. სიტყვის უფლებით ისარგებლა ხაბეიშვილმა და „მოსკოვის მექანიზმზე“ ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7-მდე წლამდე ითვალისწინებს.

მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი