ლევან ხაბეიშვილის სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელესთვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე, „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გადაისინჯა. მოსამართლემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და თქვა, რომ მის მიერ გაჟღერებული მშვიდობიანი დამხობა იყო მხოლოდ სლოგანი და ის ისჯება სლოგანის გამო.
 
ხაბეიშვილს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ასევე, საჯაროდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.