ლევან ხაბეიშვილის საქმე

თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ წუთებში სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს. ლევან ხაბეიშვილი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ადვოკატი ითხოვს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს, რადგან ამ საქმეში არაერთი ადამიანი მონაწილეობდა.

საკრებულოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ საქმე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებას ეხება.