ლევან ხაბეიშვილის საქმე

საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, საქმის წარმოებას ჯგუფური ძალადობის მუხლით ითხოვს. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროცესში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ლევან ხაბეიშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ წუთებში კი ის ექსპერტიზის ჩასატარებლად, სამხარაულის ეროვნულ ბიუროშია. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქმე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებას ეხება.

დატოვე კომენტარი