ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის მოთხოვნა
ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე, ხაბეიშვილის მობილურის დაბრუნებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მან დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გააკეთა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ სამი თვის წინ გამოიტანა განაჩენი, ტელეფონის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, სუს-ს ამ დრომდე ნივთი არ დაუბრუნებია, რაც ტყეშელაძის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია. უფლებადამცველმა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადიც შეიტანა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი გასული წლის 11 სექტემბერს დააკავეს.