ლევან კაჭარავას მკვლელობა თბილისში

გუშინ წყნეთის გზატკეცილზე ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვები მიმდინარეობს. მოწმეთა შორის იყო კაჭარავას მძღოლი, რომელიც მკვლელობის დროს ავტომობილს მართავდა. რა ინფორმაცია მიაწოდეს მოწმეებმა გამოძიებას უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.

გამოძიებას საქმეში ეჭვმიტანილი ჯერ იდენტიფიცირებული არ ჰყავს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, დანაშაული საზღვარგარეთ დაიგეგმა. თუმცა, ისინი კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობენ. გამოძიება ორი მუხლით, მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი