ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, 5 ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სამი დაკავებულია, ორი კი ძებნილი. მათგან ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს მკვლელობის შეკვეთას ედავებიან. ერთ-ერთი ძმა, დავით მიქაძე მიმალვაშია. ბრალდებულები დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გუშინ შსს-ს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს. მკვლელობის შემსრულებელი გელა უძილაური მანამდე, ცხელ კვალზე იყო დაკავებული. დაკავებულია ასევე პირი, ვისზეც იარაღი იყო რეგისტრირებული. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.