ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე, რომლებსაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. ამ წუთებში გიორგი მიქაძე საბოლოო სიტყვას ამბობს. ამის შემდეგ მოსამართლე უკვე სათათბიროდ გავა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოსთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.
შეგახსენებთ, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის „ნ“ ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას ითვალისწინებს.