ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, ანგარებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. მათ შორის ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის მეუღლე, ელენე ძაძუა. მისი ინფორმაციით, უძილაური დაცვად მუშაობდა, თუმცა, შემდეგ უკრაინაში წავიდა და აღარ უნახავს. ჯოხაძის საქმიანობასთან და ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით კი, მისი თქმით, ინფორმაცია არ აქვს. დღესვე დაიკითხა პოლიციელი და ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ბაღდავაძის ძმა.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძეზე მოკლეს. ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გელა უძილაური. სხდომა შესვენების შემდეგ აღარ განახლდა, რადგან საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი კვლავ ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებაა.