ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილე

15:28, 11.07.2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა – 1990 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში ლევან ალექსიძის როლზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა და სტუდენტებმა.

მსგავსი