ლევან ახობაძის საქმე – აღკვეთის ღონისძიება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა. ლევან ახობაძის მიმართ აღკვეთის მკაცრი ღონისძიების გამოყენება პროკურატურამ მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო მოითხოვა.
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების პოზიციას არ ეთანხმება. პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და ბრალდების კვალიფიკაციას არც ადვოკატები იზიარებენ და მეტ დეტალს სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი გამოძიებისგან ელოდებიან. იმის მიუხედავად, რომ უფლებადამცველებს საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, დღევანდელი სასამართლო სხდომა არ დახურულა. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს საბაჟოდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, სატელეფონო კავშირების დეტალური ამონაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მასალები, თავად ახობაძე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს გრიგოლ ლილუაშვილის სახელიც, თუმცა, მისი უფლებადამცველი ყოფილი მარალჩინოსნისთვის კიდევ ერთი ბრალის წარდგენას ამ ეტაპზე არ ელოდება.