ლევან ახობაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან ახობაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაახლოებით ნახევარი საათის წინ გახდა ცნობილი. სხდომას ადვოკატები და ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. ლევან ახობაძე გუშინ დააკავეს.

დესი ვარდოსანიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დასრულების შემდეგ.