ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:03, 23.05.2026

ლევან ახობაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სხდომას ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, დღეს კი ადვოკატებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ლევან ახობაძემ არ დაადასტურა ის ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს. პროკურორის მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩენილიყო იმ მიზნით, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა ან არ მიმალულიყო. ეს მოთხოვნა მოსამართლემ გაითვალისწინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. ლევან ახობაძე გუშინ დააკავეს.

მსგავსი