„ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემა - უთანხმოება ევროპაში

საკითხი, რომელიც ევროპის ქვეყნებისთვის დილემად იქცა.

უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების გადაცემა მწვავე უთანხმოების საგანი ხდება. არაერთი ზეწოლის და მოლაპარაკების შემდეგ პოლონეთი გეგმავს რომ მის საკუთრებაში არსებული „ლეოპარდები“ უკრაინულ მხარეს გერმანიის თანხმობის გარეშე გადასცეს. თავის მხრივ ბერლინი ვარშავასგან შესაბამის ნებართვას ელოდება, რომელიც გერმანული მხარის მტკიცებით, ამ დრომდე არ მიუღიათ. დღესვე ცნობილი ხდება, რომ სწორედ გერმანული ტანკების გადაცემის საკითხზე პარასკევს, რამშტაინის შეხვედრაზე ამერიკის თავდაცვის მდივანმა და გერმანიის კანცლერმა მწვავედ იკამათეს. უთანხმოების და დავის ფონზე რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს და ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შემთხვევაში ღიად იმუქრება.