„ლენდ ლიზის“ კანონი ამოქმედდა

შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა კანონი ე.წ. ლენდ-ლიზით უკრაინისთვის დახმარებასთან დაკავშირებით. უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალი ხარისხის იარაღს, რომლითაც უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს.

9 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა დაამტკიცა კანონი „უკრაინაში დემოკრატიის დაცვისა და „ლენდ-ლიზის“ შესახებ, რომელიც შტატებს საშუალებას მისცემს, დაიწყოს უკრაინის დაჩქარებული დახმარების პროგრამა. კანონი ფაქტობრივად, იძლევა სამხედრო აღჭურვილობის დაკრედიტების ან იჯარის გაცემის საშუალებას ექსპორტის კონტროლის გამარტივებული პროცედურებით.