ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის თასის გათამაშება დასრულდა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასრულდა საერთაშორისო  ტურნირი „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის თასის“ გათამაშება, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. მთავარი პრიზისთვის გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრებებში 14 და 16 წლამდე ასაკის 13 ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში იბრძოდა.

14 წლამდე გოგონებში ტურნირის გამარჯვებული ვიქტორია ნანავა გახდა საქართველოდან, ხოლო ვაჟებში – არნო ავეტისიანი სომხეთიდან. რაც შეეხება 16-წლამდელებს – გოგონების ერთეულთა თანრიგში პირველობა არავის დაუთმო კესანე ბლიაძემ, ხოლო ვაჟებში ერთეულთა თანრიგი ზურაბ ხიზამბარელმა მოიგო. გათამაშება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.