ლეგენდების მატჩი პირველ არხზე

„დინამო არენა“ დღეს ლეგენდების სერიის მეორე შეხვედრას უმასპინძლებს. ამჯერად ქართველი ვეტერანი ფეხბურთელების მეტოქეები ბარსელონას ლეგენდები იქნებიან. გულშემატკივარი ორივე გუნდში არაერთ ვარსკვლავს იხილავს. საქართველოს ნაკრებში შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ, ესპანური საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში კი რონალდინიო, ედგარ დავიდსი, იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა იქნებიან.

გუშინ „დინამო არენაზე“ ბარსელონას ფეხბურთელებმა ღია ვარჯიში გამართეს. დღეს კი ამხანაგური მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდების სერიის პირველი შეხვედრა ერთი წლის წინ მარტში გაიმართა – მაშინ ბათუმს იტალიური ფეხბურთის გრანდის – „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები სტუმრობდნენ.