ლეგენდების მატჩი
თბილისის „დინამოს“ 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლეგენდების მატჩი გაიმართა. ერთმანეთს „დინამოსა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდები დაუპირისპირდნენ. „დინამომ“ შეხვედრაში სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მატჩის დასაწყისში ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა „დინამოსგან“ საჩუქრად საიუბილეო მაისური მიიღო. მოედანზე ვიხილეთ 70-80-იანი წლების ვეტერანი დინამოელები, რომლებმაც თასების მფლობელთა თასი გამოიტანეს. ბურთი თამაშში კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ შეიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 5:2 „დინამოს“ სასარგებლოდ დასრულდა.