ლაშა ტალახაძე დიდ სპორტში ბრუნდება

21:25, 06.09.2026

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტში ბრუნდება – 32 წლის ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, მოქმედი მსოფლიო რეკორდების მფლობელი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უკვე ორი თვეა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს. მას ტრავმები არ აწუხებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. ტურნირისთვის, რომელიც უკვე 7-ჯერ აქვს მოგებული.

ტალახაძის მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა, რომელიც 2028 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

მსგავსი