ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის ფინალში გადავიდა ​

პარიზში ძიუდოს გრან სლემი დაიწყო, შეჯიბრი ხვალ დასრულდება. საქართველოს ნაკრების ოთხმა სპორტსმენმა სამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალში კი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა  – ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნახევარფინალში კორეელ – ან ჩან-გრიმს სძლია. ფინალში, ქართველი ფალავნის მეტოქე კოსოველი აკილ ჯგაკ-ოვი იყო.