ლაშა ჩხარტიშვილს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი  პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით აქვს წარდგენილი. ადვოკატ ია სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევასა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ. მისივე თქმით, დაცვის მხარე იმ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს, რომლითაც მოსამართლემ ჩხარტიშვილს 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.