კვლევის პრეზენტაცია - არის თუ არა სასამართლოს მიმართ ნდობა

არის თუ არა სასამართლოს მიმართ ნდობა – გამოკითხული 2000-ზე მეტი ადამიანი და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ დაკვეთით მომზადებული კვლევა. დოკუმენტში საუბარია უნდობლობის მაღალ მაჩვენებელზე. კონკრეტულად კი – 36 % სრულად არ ენდობა სასამართლოს, 31% ნაწილობრივ ენდობა და ან არ ენდობა და 18 % კი ენდობა; 83% ფიქრობს, რომ უნდა დატოვონ სასამართლო იმ მოსამართლეებმა, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ; გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა; 48% მიაჩნია, რომ მიკერძოებულია. კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.