ქალები საქართველოში ღამით ქუჩაში სეირნობისას ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ასეთია „გორბის“ კვლევის შედეგები, რაც რამდენიმე ფაქტორით არის ახსნილი და ის არაფორმალური სოციალური კონტროლის მაღალ დონეს, თემის წევრებს შორის მჭიდრო ნაცნობობას, ქუჩის დანაშაულისა და საჯარო სივრცეში უცნობების მიმართ ჩადენილი ძალადობის სიმცირეს, ურბანულ დაგეგმარებას და სოციალური ცხოვრების სტილს უკავშირდება. კვლევის შედეგები საქართველოს იმ ქვეყნების რიგში აყენებს, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ თავდაჯერებულობას გამოხატავენ.
„გორბის“ კვლევა ერთადერთი არაა, რაც საქართველოში უსაფრთხოებას დადებითად აფასებს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პირველი დონის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.