რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველი ვარსკვლავი წარადგინა. 23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და გუნდში მეშვიდე ნომრად ითამაშებს. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია. კლუბი სატრანსფერო თანხას არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ფრანგები „ნაპოლის“ ჯამში 75 მილიონ ევროს გადაუხდიან.
როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იტალიურ და ფრანგულ კლუბებს შორის და როგორ დახვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში, დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.