კვარაცხელია სუპერთასის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერჟემენი“ სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალში პარიზული გუნდი „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა. ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე ინგლისელებმა მაჯოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 61-ე წუთზე დეზირე დუემ პარიზელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.