კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებულია

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ფრანგულ კარიერაში ეს ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტიტულია. ქართველი ფეხბურთელი უკვე ორი დიდი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულია – იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ, მან საფრანგეთის ლიგა ერთშიც გაიმარჯვა.

პარიზელებმა 28-ე ტურში „ანჟერს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 1:0 მოიგეს. მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეცამეტედ მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელია კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ ხუთი ლიგიდან ორის ჩემპიონი გახდა.