შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის: დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.