კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა

მოსკოვი ფსკერისკენ წავიდა. რუსული მხარე ადასტურებს, რომ მათი სამხედრო ფლოტის კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა. საუბარია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდზე, რომელიც უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ უკრაინული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, „ნეპტუნის“ დახმარებით დააზიანეს.

უკრაინის გენერალურ შტაბში გუშინ განაცხადეს, რომ კრეისერი მოსკოვი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მწყობრში ვერ მოვიდოდა. რუსული მხარე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კრეისერი მნიშვნელოვნად დაზიანდა ბორტზე არსებული საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად, თუმცა ის ცურვას განაგრძობდა. ბოლოს გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ფლოტის კრეისერი ბუქსირით სევასტოპოლის პორტში გადაჰყავდათ, თუმცა, ის ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო ჩაიძირა.