„კოტე მახარაძის თასი“

ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის თასის გათამაშება წელს მეოთხედ გაიმართება – ტურნირის ორგანიზატორებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიატურნირის შესახებ ისაუბრეს. კოტე მახარაძის საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში „ინტერი საქართველოს“ აკადემია უმასპინძლებს. მთავარი პრიზისთვის რვა მედიანაკრები იბრძოლებს – მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს.