კოტე მახარაძის სახელობის მედიატურნირი

12:31, 27.10.2025

ბათუმში მინი-ფეხბურთში კოტე მახარაძეს სახელობის მედიატურნირი გაიმართა. ტურნირი წელს მეექვსედ ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობას 8 ქვეყნის ნაკრები იღებდა – უკრაინა, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაიმართა პლეი-ოფის მატჩები. ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის გუნდები შეხვდნენ. ფინალური მატჩი საქართველოს მედიანაკრებმა 4-0 მოიგო და ამ ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. საუკეთესო ფეხბურთელი პირველი არხის სპორტული ჟურნალისტი ცოტნე ქინქლაძე გახდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – თანამედროვე სპორტული ჟურნალისტიკა – გამოწვევები და შესაძლებლობები.

მსგავსი