კორუფციულ სკანდალში ზელენსკის მარჯვენა ხელიც ფიგურირებს – რამდენიმე საათის წინ თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გადაწყვეტილებას წინ ანდრეი ერმაკის სახლში სამართალდამცავების შესვლა და ჩხრეკის ჩატარება უძღოდა. შესაბამისად, ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ტრამპის ახალი გეგმის გარშემო გადამწყვეტი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უკრაინას მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხვა წარმომადგენელი ჰყავს შესარჩევი. ჟენევის კონსულტაციების შემდეგ 18 პუნქტამდე შემცირებული პროექტი უკვე გადაეცა რუსეთს, რომელიც გეგმის ძირითად პარამეტრებს შეთანხმებულად აცხადებს. რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც დღეს უნგრეთის პრემიერს უმასპინძლა, რუსეთ-ამერიკის სამიტის უნგრეთში გამართვის საკითხს ააქტიურებს. მომდევნო კვირა ახალი საზავო შეთანხმების გარშემო მოლაპარაკების პროცესში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება – ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვში ჩადის. თავის მხრივ ტერიტორიულ საკითხს წითელ ხაზად აცხადებს და ტერიტორიების დათმობაზე ხელმოწერას გამორიცხავს უკრაინული მხარე.
რა ეტაპზეა სამშვიდობო მოლაპარაკებები და მოახდენს თუ არა კიდევ ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის გადადგომა პროცესზე გავლენას – გივი ბარამიძის რეპორტაჟი.