კორუფციის ინდექსი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო რეგიონში კვლავ პირველ ადგილზეა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, საქართველოს წარმატება ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია.