კონტრტერორისტული ოპერაცია - ჯავიდ ხუდამოვის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა. ოპერაცია გუშინ რუსთავში ჩატარდა, სადაც ერთი პირი საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარემ საექსტრადიციო საბუთების მზადება დაიწყო. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისთვის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. მას ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მისი სპეციალიზაცია ასაფეთქებელი მოწყობილობებია.

დეტალები გიორგი იდუკაშვილის რეპორტაჟში.