კონტროლის ღონისძიება ხე-ტყის პროდუქციის შეძენა-რეალიზაციისთვის

ქვეყნის მასშტაბით შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კონტროლს ხე-ტყის პროდუქციის შეძენა-რეალიზაციაზე. გადასახადის გადამხდელების საქმიანობის შესწავლა ადგილზე ვიზიტით ხდება. მსგავსი ინვენტარიზაცია ჩატარდა 130 მეწარმე სუბიექტთან სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.