კონტრაბანდის საქმე - ვინ არიან გამოძიების ფიგურანტები
 ვინ იდგა გორში სიგარეტის უკანონო ბიზნესის უკან – თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული პირებისთვის პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა.
ერთ-ერთი დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაა. გამოძიების თანახმად, სწორედ ვასილ მხეიძე ფლობდა კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც უაქციზო სიგარეტები იწარმოებოდა. დაკავებულია ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის ყოფილი წევრიც. ექსმინისტრის უფლებადამცველები აღნიშნულ საქმესთან ბურჭულაძის შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კავშირი მხოლოდ ნათესავურია.
გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით.