კონსულტაციების მესამე რაუნდი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა. როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და რა ფორმატში უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელის მიხედვითაც მოსამართლეთა შერჩევა მოხდება – ეს თემები დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის წარდგენაა, თუმცა, დეპუტატების ნაწილი ამას არ ემხრობა. 7-საათიანი შეხვედრის დეტალებზე თამარ წიკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.