კონსულტაციები კოალიციის წევრებთან

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილს ხვდებიან. შეხვედრა ეკა ბესელიასთან, გედევან ფოფხაძესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და დავით ჭიჭინაძესთან მიმდინარეობს.

განხილვის მთავარი თემა კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და კრიტერიუმებია. შეხვედრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ქართულ ოცნებაში” ორდღიანი კონსულტაციების შედეგებს გაცნობს. თუმცა, გარდა იმ საკითხებისა, რომელზეც უმრავლესობამ პოზიციების შეჯერება შეძლო, დეპუტატი იმ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს, რომელიც, მისი განცხადებით, ჯერ ისევ სამსჯელოა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესში ყველა მხარეს შეხვდებიან. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის მიერ ხვალ დაგეგმილ განხილვას, კოალიციის წევრები სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.