კონგრესმენის მიმართვა ამერიკის პრეზიდენტს

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე ეჭვი არსებობს.

კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს.

„ვინაიდან პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენს ქვეყანასთან და დასავლეთთან იმისთვის, რომ ალიანსები დაამყაროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაწოდოთ მას ინფორმაცია, მის გარემოცვაში მყოფ მნიშვნელოვან ადამიანებთან დაკავშირებით, – ნათქვამია კონგრესმენის წერილში.