კონგრესი დონალდ ტრამპს ჩვენების მისაცემად იბარებს
აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იბარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს. ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილება კომიტეტის ცხრა წევრმა მიიღო. დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.