კონფერენცია „გირგვლიანის საქმე და სასამართლო“

გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა – ამ თემაზე „კონსტიტუციის 42“-ე მუხლის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, „გირგვლიანის საქმე“ დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის და მიეღო კერძო განჩინება.

კონფერენციაზე განაცხადეს, რომ შესწავლილია მსგავსი საქმეები და უმეტეს შემთხვევაში, უზენაესმა სასამართლომ საკითხი სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა, რაც გირგვლიანის საქმეზე არ მომხდარა.